26 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
907

პარასკევს, 26 აგვისტოს ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა. მთელი დღის განმავლობაში კურსის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღის პირველ ნახევარში ბიტკოინმა ფასის ზრდა დაიწყო. თუმცა დღის ბოლოს ფასი 21,000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.

26 აგვისტოს ბიტკოინზე ვაჭრობა 21,596 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 21,804 დოლარს შეადგენდა. კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 20,199 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 20,260 დოლარზე დაიხურა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასმა 26 აგვისტოს ყველაზე მაღალი და დაბალი პოზიციები აჩვენა.

დღეს ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 387 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის ფასი 1,700 დოლარის დონეს კვლავ მიუახლოვდა, მაგრამ ამ ნიშნულის დაკავება დღის ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა. ალტკოინის ღირებულებამ 1,698 დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 26 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ 44 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი