4 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
919

ხუთშაბათს, 4 აგვისტოს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.

მართალია, დღის მანძილზე ფასების მკვეთრი მატება არ დაფიქსირებულა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი 23.190 დოლარის დონეზე დაფიქსირდა.

თუმცა ბიტკოინმა ამ დონის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ფასმა ისევ 22.600 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

ამჟამად, ბიტკოინის ფასის ნიშნული 23.610 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 40.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით ყველაზე მსხვილ ალტკოინს: ეთერიუმის კურსი დღის მანძილზე საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებდა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონე 1,658 დოლარს შეადგენდა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი კრიპტოვალუტამ მატება განაგრძო მოსალოდნელი დონე 2000 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 88 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი