უკრაინა: გაყიდული NFT-ი კულტურული ინსტიტუციების აღდგენას მოხმარდება

0
776

უკრაინის მთავრობა NFT-ის ონლაინ გამოფენა-გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს იმ ხელოვნების ნიმუშების აღსადგენად გამოიყენებს, რომლებიც ომის დროს დაზიანდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი Meta History Museum of War პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ყოველდღიური მოვლების ასახვას და მსოფლიოსათვის გაზიარებას, ბოლოდროინდელი შემოსავლების დაანგარიშების შედეგად 803.28 ეთერიუმი გამოიმუშავა, რაც ამ დროისათვის დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარის ექვივალენტურია.

სამინისტროს თქმით, NFT-ის გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინის კულტურული ინსტიტუტების აღდგენას, რომელთაგან ბევრი დაზიანდა ან განადგურდა რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

“უკრაინის ომის ექვსი თვის განმავლობაში რუსებმა გაანადგურეს ჩვენი ასობით მუზეუმი, თეატრი და კულტურული დაწესებულება. უკრაინის კულტურა და ეროვნული მემკვიდრეობა მძიმედ დაზიანდა, რამაც თითქმის 6 მილიარდი ევროთი აზარალა ქვეყანა. თუკი, ვიმსჯელებთ რუსეთის ფედერაციის ქმედებებითა და განზრახვებით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ გაიზრდება”,- განაცხადა ალექსანდრე ტკაჩენკომ, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი