აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი კრიპტოვალუტის მარეგულირებელ სისტემაზე მუშაობს

0
812

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი კრიპტოვალუტის მარეგულირებელ სისტემაზე მუშაობას განაგრძობს.

აშშ-ს ხაზინამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების მარეგულირებელი სისტების შესახებ სახელმწიფო მდივანს, ვაჭრობის მდივანს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორსა და სხვა სამთავრობო უწყებებს აცნობა.

ეს უკანასკნელი კი, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბოლო განკარგულებით იყო გამოწვეული. პრეზიდენტს ციფრული ვალუტის სექტორისთვის მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე არაერთხელ უსაუბრია.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სისტემა მიზნად ისახავს ციფრული ვალუტების განვითარების წახალისებას ამერიკის დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემით.

ამასთანავე აუცილებელია გლობალური ფინანსური სისტემისა და საერთაშორისო სავალუტო სისტემის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანება სახაზინო დეპარტამენტს ავალდებულებდა ეხელმძღვანელა უწყებათაშორისი კომუნიკაციისათვის, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებდა ფულის გათეთრების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვადასხვა რისკის შემცირებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი