უზბეკეთის ეროვნულმა სააგენტომ (NAPP) კრიპტო მაინერებს თავისი მოთხოვნები წარუდგინა.
აღნიშნული მოთხოვნების მიხედვით, მაინინგის წარმოების უფლება იმ კომპანიებს მიენიჭებათ, რომლებიც იყენებენ მზის ან სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროებს ბიტკოინის ან სხვა კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად.
ნორმატიული აქტი გამოქვეყნდა სამთავრობო გვერდზე სახელწოდებით „კრიპტოვალუტების მაინინგის რეგისტრაციის სახელმძღვანელო“.
აღნიშნიშნული აქტი დამუშავების პროცესშია და საბოლოო ვერდიქტი ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
დოკუმენტის მეორე მუხლი ასეთი ჩანაწერია: „მაინინგს ახორციელებს მხოლოდ იურიდიული პირი ელექტროენერგიის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფილია ეკოლოგიურად უვნებელი ელექტროსადგურით”.
აღმასრულებელი ბრძანება ასევე ავალდებულებს მაინინგის ნებისმიერ ოპერატორს მიიღოს სერტიფიკატი და დარეგისტრირდეს კრიპტომაინინგის კომპანიების ეროვნულ რეესტრში.
ეს პროცედურა მოითხოვს დოკუმენტების მოკლე ჩამონათვალს და ლიცენზირების ორგანოში წარგენიდან არაუგვიანეს 20 დღისა დადებითი ან უარყოფითი პასუხი უნდა დაუბრუნდეს წარმდგენს.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, კრიპტომაინინგზე გაცემული სერტიფიკატი ერთი წლის ვადით იქნება ძალაში.