შვეიცარიაში დაფუძნებული მაინინგ კომპანია აშშ-ში პოზიციებს იმყარებს

0
1077

White Rock-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია პარტნიორობას გაუწევს Natural Gas Onsite Neutralization-ს (NGON).

ეს არის კომპანია, რომელიც ბუნებრივი აირის მოპოვებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე კომპანია გაზს ბიტკოინის მაინინგისთვის საჭირო ენერგიად გარდაქმნის.

White Rock-მა განაცხადა, რომ ის იმუშავებს NGON-ის ობიექტიდან ბრაზოსის ველის რეგიონში. White Rock-ის აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ლონგის თქმით, ტექსასში გადასვლა მხოლოდ დასაწყისია.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენონის ენერგიას მოიხმარენ მაინერები სხვადასხვა ტერიტორიაზე, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მაინერებისთვის „ნედლეულის“ ხარჯები დაახლოებით 22,000 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ 2021 წლის ნოემბერში კრიპტოვალუტის მოპოვება შვედეთში წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის მკვეთრმა დაცემამ შესაძლოა, მაინერების მოგებაზეც მოახდინოს გავლენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი