კრიპტოვალუტის ბაზარზე მიმდინარე კრიზისმა კრიპტომომპოვებელი კომპანია Compass Mining-ი აიძულა, რომ თანამშრომლების 15% სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.
ორგანიზაციაში დარჩენილ თანამშრომლებს, მათ შორის ხელმძღვანელებს კი, ხელფასი შეუმცირდათ.
აღმასრულებელი დირექტორის უიტ გიბსის და მთავარი ფინანსური ოფიცრის ჯოდი ფიშერის გადადგომიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება, შეამციროს სამუშაო ძალა რთული ბაზრის პირობების გათვალისწინებით, გამოაცხადა.
ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა პოლ გოსკერმა და მაინინგის მთავარმა ოფიცერმა თომას ჰელერმა აიღეს სადავეები ხელში, როგორც დროებითი თანაპრეზიდენტები და აღმასრულებელი დირექტორიები. მათ საზოგადოებას, თანამშრომლებს და ინვესტორებს გაუგზავნეს ღია წერილი სადაც ასახული იყო კომპანიის მომავალი ხედვა.
კომპანია ამჟამად 78 თანამშრომლის იმედადაა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანიის ვებგვერდიდან ვგებულობთ.
შეგახსენებთ, რომ Compass Mining-მა ოპერირება 2021 წლის იანვარში, როგორც მაინინგ ჰოსტინგის სერვისმა ისე დაიწყო.
დღეისათვის კომპანიამ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი აღჭურვილობა გაყიდა. ამჟამად Compass Mining-ი 30000-ზე მეტ მაინინგ მოწყობილობაზე მუშაობს.