Citigroup-ი: ციფრულ სივრცეში არსებულ ქონებას ტრადიციული ბაზრის გარდაქმნის პოტენციალი აქვს

0
945

საინვესტიციო საბანკო გიგანტმა Citigroup-მა გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს უძრავი ქონების ტექნოლოგიამ საბინაო ბაზარზე, რა დროსაც ახსენა ვირტუალური ქონება Metaverse-ში და კრიპტოვალუტით მხარდაჭერილი იპოთეკა.

გამოქვეყნებულ მოხსენებაში, სახელწოდებით „მომავლის სახლი: PropTech – საბინაო ბაზრისკენ?“ Citi-მ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტაში, Blockchain-სა და Metaverse-ში არსებულ ქონებას ტრადიციული უძრავი ქონების ბაზრის გარდაქმნის პოტენციალი აქვს.

იპოთეკამ კრიპტო-მხარდაჭერით შეიძლება გაამარტივოს სახლის შეძენის პროცესი. ამასთანავე ბევრმა ადამიანმა დაინახა, რომ ინვესტიციები Metaverse-ში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა.

Citi იტყობინება, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ქონების სესხები ინვესტორებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ თავიანთი საინვესტიციო მოგება კაპიტალის მოგების გადასახადების დაკისრების გარეშე, მაგრამ მეორე მხრივ, ყურადღებას არასტაბილურ ბაზარზე რისკის პოტენციალი იქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ვალუტასთან დაკავშირებულ ბევრ სტანდარტულ სესხს აქვს მარეგულირებელი პროცედურები მსესხებლის დაფარვის შესაძლებლობის შესაფასებლად, კრიპტოვალუტის მფლობელები შეიძლება აიძულონ გაცილებით მეტი გადაიხადონ, თუ ტოკენების ფასი მიმდინარე ბაზრის ციკლის დროს დაეცემა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი