Euronext Amsterdam Exchange-ი კრიპტო განვითარებას აგრძელებს

0
872

Euronext Amsterdam Exchange-ზე ბიტკოინის ETF-ს შეძენა შესაძლებელი გახდება.

ნიდერლანდების მთავარი საფონდო ბირჟა Euronext-ს, რომელიც ევროპული ბაზრის წევრია, თავისი პირველი ბიტკოინის ვაჭრობის ფონდის დებიუტი გასული კვირის ბოლოს ჰქონდა.

“Jacobi Asset Management-ი, ლონდონში დაფუძნებული ციფრული ვალუტების მართვის პლატფორმა, ემზადება გამოუშვას თავისი Jacobi Bitcoin ETF-ი Euronext Amsterdam-ზე მომავალ თვეში. ჩვენი პროდუქტი არის ადგილზე, ფიზიკური ვალუტებით მხარდაჭერილი ბიტკოინის ფონდი.

ევროპაში არის სხვა საბირჟო ვაჭრობის პროდუქტები, მაგრამ სხვა ადგილზე BTC ETF არ არის”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

Spot Bitcoin ETF დაიწყებს ვაჭრობას Euronext ამსტერდამის ბირჟაზე BCOIN ნიშნით.

Euronext-ის სპიკერმაც დაადასტურა, რომ BCOIN პირველი Bitcoin ETF იქნება ბაზარზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი