აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი სტაბილკოინის რისკებზე საუბრობს

0
1239

კრიპტო ბაზრის არასტაბილურობის გამო აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის მმართველთა საბჭომ სტაბილკოინებზე, როგორც ფინანსური სტაბილურობის პოტენციურ რისკზე ისაუბრა.

ფედერალურმა სარეზერვო სისტემების საბჭომ გამოქვეყნა ანგარიში თავისი მონეტარული პოლიტიკის შესახებ.

სამთავრობო დეპარტამენტმა მიუთითა პრეზიდენტის სამუშაო ჯგუფის ფინანსური ბაზრების შესახებ 2021 წლის ნოემბრის ანგარიშზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შემუშავება ფინანსური რისკების მოსაგვარებლად საჭირო იყო.

„სტაბილკოინი, რომელიც არ არის გამყარებული უსაფრთხო, საკმარისად ლიკვიდური აქტივებით და არ ექვემდებარება შესაბამის მარეგულირებელ სტანდარტებს, ინვესტორებისათვის და სხვა ფინანსური სისტემებისათვის პოტენციურ რისკს ქმნის. სტაბილკოინი ფინანსური სისტემების დესტაბილიზაციისაკენ არის მიდრეკილი. ეს მოწყვლადობა შეიძლება გამწვავდეს სტაბილკოინის რისკისა და ლიკვიდურობის ნაკლებობის გამო”,- ნათქვამია Fed-ის ანგარიშში.

მიუხედავად ამისა Fed-ის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელმა, სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ციფრულ ვალუტებს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარების შესაძლებლობა აქვთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი