FINRA კრიპტოვალუტის სექტორის მონიტორინგს აძლიერებს

0
923

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანო (FINRA) გეგმავს კრიპტოვალუტის სექტორის მონიტორინგის შესაძლებლობები უფრო მყარი გახადოს.

გეგმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ციფრული ვალუტის ბაზრის შესუსტების შედეგად შემცირებული თანამშრომლების უკან დაბრუნება.

FINRA-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ კუკმა, კრიპტო სექტორს მოუწოდა, რომ მიემართა ფინანსურ მარეგულირებლებისათვის, რათა მათ მოეხდინათ გარკვეული ზეწოლა და გეგმაზომიერად გაეზარდათ ადამიანური რესურსი კრიპტო ბირჟებზე.

აშშ-ში კრიპტოვალუტის ბირჟებმა, მათ შორის Coinbase-მა და Gemini-მ პერსონალის შემცირების შესახებ ბაზრის უკიდურესი არასტაბილურობის ფონზე განაცხადეს, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას.

„ჩვენ უკვე გვიწევს სივრცეში ჩართვა და ვფიქრობთ, რომ ამის შედეგად მიზანშეწონილია ჩვენი შესაძლებლობების იქ გაძლიერება“, – განაცხადა რობერტ კუკმა.

FINRA-ს ვებგვერდის თანახმად, უკვე 3600 ადამიანია დასაქმებული.

ამასთანავე, რობერტ კუკმა განაცხადა, რომ FINRA ციფრული ვალუტების გადამოწმების ახალი ტექნიკის შემუშავებასა და Blockchain ბაზრის ზედამხედველობაზე მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი