ბიტკოინის კურსი მნიშვნელოვნად შემცირდა

0
891

დღევანდელი მონაცემებით, ციფრული ვალუტის ბაზარმა კლება განიცადა. ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი გუშინ, 13 ივნისს, ყველაზე დაბალ დონეზე აღმოჩნდა.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 26,737 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 26,795 დოლარს შეადგენდა.

კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 22,141 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 22,487 დოლარზე დაიხურა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის კურსი 22,530 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასი 11,05%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს პოზიტიური კვირის იმედი არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტის ბაზარზე ბიტკოინის წილი 45,2%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის, 14 ივნისის დღის პირველი ნახევრის, მონაცემების თანახმად, ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 68 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი