მედია: SEC-ი კრიპტოვალუტის ბირჟებისგან უსაფრთხო ვაჭრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ითხოვს

    მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გამოძიება იმის გასარკვევად დაიწყო, თუ როგორ მუშაობენ კრიპტოვალუტის ბირჟები ინსაიდერული ვაჭრობის თავიდან ასაცილებლად.

    FOX Business-ის თანახმად, კომისიამ წერილი ციფრული ვალუტის ერთ-ერთ მსხვილ ბირჟას გაუგზავნა და ინფორმაცია მოითხოვა იმის შესახებ, თუ როგორ იცავს პლატფორმა მომხმარებლებს ინსაიდერული ვაჭრობისგან.

    გაურკვეველია, რომელმა ბირჟამ მიიღო მოთხოვნა, მაგრამ Coinbase-მა, Binance-მა, FTX-მა და Crypto.com-მა ყველამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური განცხადება არც SEC-ს გაუვრცელებია.

    ასევე გაურკვეველია გამოძიების ხასიათი. SEC-ი შესაძლოა, პოტენციური სამართლებრივი დარღვევების წინააღმდეგ სააღსრულებო განყოფილების მეშვეობით მოქმედებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ქმედება რუტინული შემოწმება იყოს.

    შეგახსენებთ, რომ მედიაში ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია Gemini-ს სასამართლოში უჩივის.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *