Binance-ი აფრიკაში კრიპტო კამპანიას აგრძელებს

0
915

2020-21 წლების განმავლობაში აფრიკაში კრიპტოვალუტის ვაჭრობის მოცულობის 1200%-იანი ზრდის მაჩვენებელმა მრავალი კომპანიისა და ორგანიზაციის ყურადღება მიიპყრო.

ივნისში დაგეგმილი Blockchain და კრიპტოვალუტის ინფორმირებულობის ტური (BCAT) არის Binance-ის მხარდაჭერით მიმდინარე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც აფრიკაში კრიპტო საზოგადოების გაძლიერებას ცდილობს.

Binance-ის დირექტორატს, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, კერძოდ ნიგერიაში მიმდინარე, კამპანიას იმედი აქვს, რომ გაზრდის კრიპტოვალუტის მიღებას ახალგაზრდებში, რომლებიც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წარმოადგენენ.

ნიგერიში მთავარი ღონისძიება 4 ივნისს გაიმართება. მიმდინარე კამპანია ასევე ჩატარდება უგანდაში, განასა და კამერუნში.

Binance-მა BCAT ტური 2019 წელს დაიწყო და აცხადებს, რომ ამ ეტაპისათვის 60,000-ზე მეტ ნიგერიელს მიაწვდინა ხმა. წლევანდელი ღონისძიება დიდწილად ფოკუსირებულია ცნებებზე, რომლებიც დაკავშირებულია Metaverse-სა და შეუცვლელ ტოკენებთან.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის რეგიონი ჯერჯერობით ყველაზე პატარა კრიპტო ეკონომიკაა ბაზარზე, აქ მოსახლეობაში ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს ამ ტექნოლოგიების ათვისება. მოსახლეობა ციფრულ ვალუტას ალტერნატიული გადახდის საშუალებად იყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი