კანადელი ინსტიტუციური ინვესტორები ბიტკოინის ყიდვას განაგრძობენ

0
790

მიუხედავად მაისის ფასის კორექტირებისა, რომელმაც ბიტკოინის კუსი 30,000 დოლარის ქვემოთ მოაქცია, როგორც ჩანს, ინსტიტუციონალურ ინვესტორებს, მაინც არ სურთ კრიპტოვალუტის მიმართ ნდობა დაკარგონ.

Bitcoin ETF 2021 წელს დაიწყო და ბოლო ხუთი სავაჭრო დღის განმავლობაში თანმიმდევრულ შემოდინებას აფიქსირებს. იან ვუსტენფელდის მიერ მოხსენებული Glassnode-ის მონაცემებით, ფონდის შემოსავალი 43,701.7 ბიტკოინამდე გაიზარდა. ეს არის ფონდში დაფიქსირებული რეკორდული დონე.

აღსანიშნავია, რომ კანადურმა Spot Bitcoin ETF-მა პირველ ჯერზე 2,006, ხოლო მეორედ 2,780 ბიტკოინი იყიდა.

Coinshares-ის მონაცემები ცხადყოფს, რომ ციფრული ვალუტების საინვესტიციო პროდუქტებმა გასულ კვირას 87 მილიონი დოლარის შემოდინება დააფიქსირეს. ბიტკოინის პროდუქტებმა კი ამ საერთო მოცულობის დიდი ნაწილი, 69 მილიონი დოლარი შეადგინა.

ექსპერტების აზრით, აღნიშნული შემოდინება, ბოლო პერიოდის ჭარბმა გადინებებმა გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ, ბოლო თვეების ფასის კოლაფსით იყო გამოწვეული.

თუმცა დასტაბილურების შემდეგ ზოგიერთმა ინსტიტუცურმა ინვესტორმა დაინახა შესაძლებლობა და “გაიაფებულ” კრიპტოვალუტას კვალავაც აქტიურად ყიდულობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი