Binance-ი ოფისს იტალიაში გახსნის

0
852

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა ევროპის ბაზრის ათვისება დაიწყო.

Binance-მა იტალიის მარეგულირებლის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, რის შედეგადაც ლიცენზია მიიღო.

Binance Italy-მ მარეგულირებლის დამტკიცება ქვეყანაში Organismo Agenti e Mediatori-სგან მიიღო.

რეგისტრაცია Binance-ს საშუალებას აძლევს შესთავაზოს კრიპტოპროდუქტები თავის მომხმარებლებს იტალიაში ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად, ასევე გახსნას ოფისები და გააფართოოს ადგილობრივი გუნდი.

განცხადებაში, Binance-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, Changpeng Zhao-მ, მადლობა გადაუხადა იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს, ასევე Organismo Agenti e Mediatori-ს გაწეული ძალისხმევისთვის, იტალიაში სრული გამჭვირვალობით მუშაობისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრისა და კონტროლისთვის.

მედიასთან საუბრისას, Binance-ის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ კომპანიის სათაო ოფისი მილანში გაიხსნება, რომელიც განიხილება იტალიის მთავარ ბიზნეს ცენტრად.

შეგახსენებთ, რომ Binance-მა საფრანგეთში ოპერირება მაისიდან დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი