ბიტკოინის კურსი ნელ-ნელა იზრდება: 2 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2638

ბიტკოინმა რთული კვირის შემდეგ, 2 აპრილს მოახერხა და 7.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

ორშაბათს, ბიტკოინის კურსი დაახლოებით, 7.131 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ბიტკოინისგან განსხვავებით, ეთერიუმი ჯერ ვერ “მომჯობინდა”. კრიპტოვალუტა კვლავ 400 დოლარზე დაბლა, 390 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ბიტკოინ Cash-იც მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. კრიპტოვალუტა დაახლოებით, 654 დოლარი ღირდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 11 მილიარდზე მეტს შეადგენდა.

coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, ლაიტკოინი 117 დოლარი ღირდა, კაპიტალიზაცია კი, 6 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. ვარდნის შემთხვევაში ექსპერტები ლაიტკოინის დაცემას 85 დოლარზე ფიქრობდნენ, თუმცა 2 აპრილის მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ კრიპტოვალუტა ვარდნისკენ არ წავიდა და მანამდე არსებული ნიშნულის შენარჩუნება შეძლო.

რაც შეეხება რიპლის, ანალიტიკოსები რიპლისთან დაკავშირებით პროგნოზირებდნენ, რომ თუ კრიპტოვალუტა კურსის მომატებას შეძლებდა მისი სამიზნე 0.57 დოლარი იქნებოდა. რიპლის ამჟამინდელი კურსი 0,49 დოლარია, რაც რიპლის სამიზნო ფასისგან ართუ დაშორებულია.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში კრიპტოვალუტების ბაზრის კრიზისის მიზეზი Twitter-ის მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვა გახდა. Twitter-ის განცხადებიდან მალევე, MailChimp-მაც აკრძალა კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეკლამირება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი