G7-ის წევრები ფინანსური სტაბილურობის საბჭოს კრიპტოვალუტის რეგულირების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ

0
1028

G7-ის ინდუსტრიული ეკონომიკის უმსხვილესმა ფინანსურმა მაღალჩინოსნებმა ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (FSB) მოუწოდეს, რომ დააჩქაროს კრიპტოვალუტების რეგულირების საკითხი.

კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ოფიციალური პირები ერთმანეთს, კოენიგსვინტერში, გერმანიაში შეხვდნენ.

კრიპტოვალუტები ბოლოდროინდელი ფასების ვარდნის ფონზე G7 ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (FSB) მოუწოდებს, რომ წინ წასწიოს თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი რეგულირების საკითხი.

საფრანგეთის ბანკის მმართველმა, ფრანსუა ვილეროი დე გალჰაუმ, სამშაბათს პარიზში განვითარებადი ბაზრის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:

”კრიპტოვალუტამ შეიძლება შეაფერხოს საერთაშორისო ფინანსური სისტემა იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნება რეგულირებული. სათანადო წესების დაცვით, ზედამხედველობა იურისდიქციასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს”.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ფინანსური სტაბილურობის საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ასოცირდება. მისი წევრები წარმოადგენენ 24 ქვეყნის ინსტიტუტს და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი