Wikimedia Foundation-ი BitPay-ს ანგარიშს დახურავს

0
833

Wikimedia Foundation-მა, რომელიც მხარს უჭერს Wikipedia-ს საინფორმაციო პლატფორმას, განაცხადა, რომ დახურავს თავის BitPay ანგარიშს და შეწყვეტს კრიპტოვალუტის შემოწირულობების მიღებას საზოგადოების გამოხმაურების საფუძველზე.

კრიპტო შემოწირულობების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 232-მა წევრმა, ანუ Wikimedia Foundation-ის საზოგადოების 71%-მა მხარი დაუჭირა 10 იანვრის ანგარიშს, რომელშიც საუბარი იყო ციფრული ვალუტების მეირ ენერგიის მოხმარებაზე, კრიპტო თაღლითობის გამოვლენაზე და ა.შ.

შედეგად, აღნიშნული მიზეზები ანგარიშის გაუქმების მიზეზი გახდა.

ამ საკითხებმა გამოიწვია შეშფოთება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კრიპტოვალუტის მიღებამ ფონდის რეპუტაციას მიაყენოს ზიანი გრძელვადიან პერსპექტივაში.

„Wikimedia Foundation-მა გადაწყვიტა შეწყვიტოს კრიპტოვალუტის, როგორც შემოწირულობის საშუალების პირდაპირი მიღება. კერძოდ, ჩვენ, დავხურავთ BitPay ანგარიშს, რაც გააუქმებს შესაძლებლობას პირდაპირ მივიღოთ კრიპტოვალუტა, როგორც შემოწირულობის მეთოდი”,- განაცხადა ფონდის მენეჯერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი