Tecnalia Research-ისა და Chainlink Labs-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მოხსენება ამტკიცებს, რომ Blockchain-ს შეუძლია, სამყაროს კლიმატის პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.
ენერგეტიკის სექტორში ახალი დინამიკა პროვაიდერებს აიძულებს უფრო მდგრად და სუფთა ენერგიაზე გადავიდნენ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად.
მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ენერგიაზე გადასვლას ბევრი გამოწვევა ახლავს თან, მოხსენებაში ნათქვამია, რომ Blockchain-ს აქვს პოტენციალი დაეხმაროს ინდუსტრიას კლიმატის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში.
მოხსენება სახელწოდებით, „კლიმატის ცვლილების მართვა ენერგეტიკულ ინდუსტრიაში Blockchain-ით“, ასახავს, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიის ფუნქციები გამოყენებული იქნას ენერგეტიკულ სექტორში კლიმატის ცვლილებების სამართავად.
Tecnalia-ს ენერგეტიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოსე ლუის ელეჟალდემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის პერიოდში ენერგეტიკულ ინდუსტრიას შეუძლია გამოიყენოს Blockchain “სუფთა ენერგიის” ინვესტიციებისთვის.
კვლევის თანახმად, Blockchain ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მონაცემთა ბაზაც.