Robinhood-მა კრიპტო კომპანია Ziglu შეიძინა

0
977

გაერთიანებულ სამეფოში დაარსებული კრიპტოვალუტისთვის მოსახერხებელი საფონდო ვაჭრობის აპლიკაცია, Robinhood-ი, კრიპტო კომპანია Ziglu-ს შეძენით, გლობალურ მასშტაბზე აპირებს გასვლას.

Robinhood-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Ziglu-ს შესაძენად. სამწუხაროდ, ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რა ოდენობის გარიგება დაიდო ამ ორ კრიპტო კომპანიას შორის და რა სახით მოხდა ანგარიშსწორება.

„მარეგულირებელი დამტკიცების გათვალისწინებით, უახლოეს პერსპექტივაში არაფერი შეიცვლება Ziglu-ს ამჟამინდელი მომხმარებლისთვის. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ სრულად გავაერთიანებთ Ziglu-ს Robinhood-ში. Ziglu Robinhood-ის სახელით გავა საზღვარგარეთ და ვიმუშავებთ გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ ოპერაციების გაფართოებაზე”,- განაცხადა Robinhood-ის სპიკერმა.

Robinhood-ისათვის აღნიშნული შესყიდვის მიზანი საერთაშორისო ბაზარზე გაფართოვების დაჩქარება იყო.

Ziglu კი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი ბანკის, Barclays-ის ტექნოლოგიების ყოფილმა ხელმძღვანელმა და Starling-ის ბანკის თანადამფუძნებელმა, მარკ ჰიპერსონმა 2020 წელს დაარსა.

ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც 11 კრიპტოვალუტის ყიდვისა და გაყიდვისა საშუალებას იძლევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი