Pantera Capital-ი 1,3 მილიარდი დოლარის შეგროვების შემდეგ Blockchain ფონდს დახურავს

0
1004

უმსხვილესი კრიპტო ჰეჯ-ფონდი, Pantera Capital-ი მომავალ თვეში 1.3 მილიარდიანი კაპიტალის მქონე Blockchain ფონდის დახურვას აპირებს.

Pantera Blockchain Fund-მა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ Web3 კომპანიებსა და ძლიერი ლიკვიდურობის ტოკენებში ინვესტირებისთვის 600 მილიონის მოზიდვას აპირებდა. მიზანი გადაჭარბებულად იქნა შესრულებული, რადგან კომპანიის განცხადებით, ისინი უკვე ერთი მილიარდის მფლობელები არიან.

უკანასკნელ რაუნდში, 200 მილიონის მოზიდვის შემდეგ, მათ ფონდის დახურვა გადაწყვიტეს, რათა მოზიდული თანხა ინვესტირებას დაუთმონ. თანხა ძირითადად განვითარების ეტაპზე მყოფ კრიპტო კომპანიებს გადაერიცხებათ.

Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ მორჰედმა განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე ფონდის პროექტის ღირებულება 1.3 მილიარდს მიაღწევს და სავარაუდოდ მაისის შუა რიცხვებში დაიხურება.

ამის შემდეგ Blockchain Fund II 2023-ის დახურვაზე გადაიტანენ ყურადღებას, რომელიც არსებითად იგივე შინაარსის ფონდია, იმ განსხვავებით, რომ ის უკვე ადრეულ ეტაპზე მყოფ კრიპტო კომპანიებს დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი