მოსამართლემ Binance-ის მიმართ წაყენებული საჩივარი არ დააკმაყოფილა

0
850

ფედერალურმა მოსამართლემ ჯგუფური საჩივარი უარყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ Binance-მა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კანონები დაარღვია.

ამის მიზეზი კი ბროკერად დარეგისტრირების გარეშე ტოკენების გაყიდვაა, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC).

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის აშშ-ის საოლქო სასამართლოში შეტანილი თავდაპირველი საჩივარი ინვესტორთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ინვესტიცია მოახდინეს ტოკენებში EOS, BNT, SNT, QSP, KNC, TRX, FUN, ICX, OMG, LEND, ELF და CVC დაახლოებით 2017 და 2018 წლებში. მოგვიანებით შეტანილ საჩივარში კი ამოღებული იყო სამი მათგანი: BNT, SMT და CVC.

ინვესტორებმა განაცხადეს, რომ შეძენის შემდეგ ტოკენებმა ღირებულების დიდი ნაწილი მალევე დაკარგეს და ახლა ცდილობდნენ, რომ გარკვეული კონპენსაციის მიღებას Binance-ის შესყიდვის საკომისიოს ამოღებით.

მოსამართლე ენდრიუ ლ. კარტერმა განაცხადა, რომ საჩივარი მეტისმეტად გვიან შემოიტანეს მოსარჩელეებმა, რადგან წელიწადზე მეტია გასული აღნიშნული ბრალდების პერიოდიდან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი