ნორვეგიაში კრიპტოვალუტის მფლობელი ქალების რიცხვი გაზრდილია

0
919

ახალი გამოკითხვის თანახმად, ნორვეგიაში იმ ქალების რიცხვი, რომლებიც რაიმე სახის კრიპტოვალუტას ფლობენ, 2021 წელის განმავლობაში გაორმაგდა.

Arcane Research-ისა და Ernst & Young-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ნორვეგიაში კრიპტოვალუტების მფლობელობის მაჩვენებელი 3%-დან 6%-მდე 2021 წლის შუა პერიოდიდან დღემდე გაიზარდა.

გამოკითხვა მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში და 15 წლიდან ზევით ასაკის 1000-მდე ადამიანი გამოიკითხა. NORSTAT-ი, რომელიც ბაზრის კვლევის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროპაში, მხარს უჭერდა აღნიშნულ გამოკითხვას.

ქალ რესპონდენტთა თითქმის ორმა მესამედმა განაცხადა, რომ მათ პირველად კრიპტოვალუტა 2021 წელს შეიძინეს. ამ გამოკითხვამდე გენდერული კუთხით, ნორვეგიელი კრიპტო მფლობელების სტატისტიკა არ იცვლებოდა. ქალების შემთხვევაში 2019-დან 2021 წლამდე სტაბილურად 3%-ს შეადგენდა.

ამავე პერიოდში თითქმის გაორმაგდა მამაკაცების მხრიდან კრიპტოვალუტის ფლობის პრეცენდენტები და 6%-დან 14%-მდე გაიზარდა.

გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ საერთო ჯამში, ნორვეგიის მოსახლეობის დაახლოების 10%, რაც დაახლოებით 420 000 ადამიანია, რაიმე სხით კრიპტოვალუტის მფლობელია. 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ეს გაორმაგებული მაჩვენებელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი