თეთრმა სახლმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კვლევა დაიწყო

0
866

აშშ-ს პრეზიდენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის აღმასრულებელმა ოფისმა (OSTP) ენერგიის მოხმარებისა და ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილებების კომპენსირების შესაძლებლობის დასადგენად კვლევა დაიწყო.

როგორც ცნობილია, 9 მარტს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც სხვადასხვა ფედერალურ სააგენტოს ავალდებულებს, რომ ექვს ძირითად სფეროზე ციფრული ვალუტების გავლენა გამოიკვლიონ.

სფეროები ასე გადანაწილდა: მომხმარებელთა და ინვესტორების დაცვა, ფინანსური სტაბილურობა, ფინანსური ჩართულობა, შეერთებული შტატების გლობალური ფინანსური ლიდერობა და უკანონო ფინანსურ საქმიანობასთან ბრძოლა.

ინიციატივის ფარგლებში OSTP-მა ფართო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული მხარეები მოიწვა თემის განსახილველად. მოწვეულ პირებს შეუძლიათ, რომ თავიანთი შეხედულებები და აზრი სხვადასხვა ფაქტორთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებს გაუზიარონ, არაუგვიანეს 9 მაისისა.

მთავრობა მხედველობაში მიიღებს საზოგადოებრივ აზრს ციფრული ვალუტების პოტენციური სარგებელის შესახებ მზარდი ენერგიისა და კლიმატის პრობლემების გადასაჭრელად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერალური მთავრობა გამოიყენებს კვლევის შედეგებს, რათა კრიპტო სექტორის სამომავლო განვითარებას შეუწყოს ხელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი