კრიპტო ანალიტიკურმა კომპანიამ დაფინანსების რაუნდში მნიშვნელოვანი კაპიტალი მოაგროვა

0
889

ციფრული ვალუტის ანალიტიკის პროვაიდერმა კომპანია TIE-მა A სერიის სტრატეგიული დაფინანასების რაუნდი დაასრულა.

მას მხარს უჭერდა Blockchain-ის ზოგიერთი ცნობილი ინვესტორი, რაც კრიპტო მონაცემებსა და პროგრამულ სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს.

ამ რაუნდში TIE-მ 9 მილიონი აშშ დოლარის ქონება 100 მილიონი დოლარის ღირებულებამდე გაზარდა, რაც ბაზარზე მას ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტო ანალიტიკურ სერვისად აქცევს.

დაფინანსების რაუნდს უძღვებოდა კრიპტო საინვესტიციო ფონდი Blizzard-ი. გავრცლეებული ინფორმაციით, მასში ასევე მონაწილეობდნენ Golden Tree Asset Management-ი, Nexo, Gemini, Frontier Fund-ი, Republic Capital-ი, Hudson River Trading-ი და New York Digital Investment Group-ი.

TIE-მ განაცხადა, რომ მოზიდული კაპიტალი პროდუქტის განვითარების შემდგომი მასშტაბისა და შიდა შესაძლებლობების გასაზრდელად იქნება გამოყენებული. ამ ეტაპზე კომპანიის სერვისს 100-მდე კრიპტო კომპანია იყენებს.

TIE-ის პროდუქტის კომპლექტი მოიცავს SigDev Terminal-ს, მონაცემთა ანალიტიკისა და ახალი ამბების კონფიგურირებად პლატფორმას, რომელსაც წამყვანი ჰეჯ-ფონდების და ფინანსური სერვისების კომპანებთან ერთად, ასევე მედია კომპანიები იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი