Market

    აფრიკაში კრიპტო მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია

    სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, აფრიკაში კრიპტოვალუტის მიღება იზრდება.

    კრიპტოვალუტის ბირჟის KuCoin-ის ანგარიში აჩვენებს, რომ კრიპტო ტრანზაქციები 2022 წელს 2670%-მდე გაიზარდა.

    აღნიშნული ზრდის გასაოცარი ტენდენცია კრიპტოვალუტების ბოლოდროინდელ ფასის ვარდნასთანაა დაკავშირებული. აფრიკაში კრიპტო ტრანზაქციების რაოდენობა გლობალური მოცულობის 2.8%-ს შეადგენს.

    ჯონი ლიუმ, KuCoin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აფრიკაში ციფრული ვალუტების მიღება კიდევ გაიზრდება.

    მან ასევე დასძინა, რომ აფრიკის ქვეყნებს კრიპტოვალუტის მიღების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ მსოფლიოში.

    ბიტკოინის სენეგალის ქსელის დამფუძნებელი – ნურუ, დარწმუნებულია, რომ ბიტკოინის მიღების ათასპროცენტიანი ზრდის ტემპი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

    შეგახსენებთ, რომ აფრიკელების მიერ განხორციელებული კრიპტოვალუტის ტრანზაქციების 88.5%-ზე მეტი არის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვები. ეს უკანასკნელი კი აფრიკის კონტინენტისათვის უკიდურესად დაბალი გადარიცხვის საკომისიოთია გამოწვეული, რაც გადარიცხული თანხის 0,01%-ს შეადგენს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *