რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტო ტრანზაქციების მონიტორინგს ამკაცრებს

0
931

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა (CBR), ქვეყანაში არსებულ სხვა კომერციულ ბანკებს დაავალა, რომ მონიტორინგი გაუწიონ მომხმარებელთა ტრანზაქციებს.

ცენტრალური ბანკი ცდილობს, რომ ქვეყანა უცხოური ვალუტის გარეშე არ დარჩეს.

დავალება მოიცავს უფრო მჭიდრო ზედამხედველობას კრიპტოვალუტის ვაჭრობაზე, რომელიც დასახელებულია რუსეთიდან კაპიტალის გატანის ერთ-ერთ მექანიზმებს შორის.

ცოტა ხნის წინ CBR-ის ვიცე-თავმჯდომარემ, იური ისაევმა საბანკო ორგანიზაციებს მიმართა და მოუწოდა, რომ ყურადღება გაამახვილონ იმ კლიენტებზე, რომლებიც საეჭვოდ იქცევიან.

“ეს გულისხმობს საეჭვო ტრანზაქციულ აქტივობას და ხარჯების უჩვეულო ნიმუშებს. ციფრული ვალუტების მეშვეობით ფულის ნებისმიერმა გატანამაც უნდა მიიპყროს მეტი ყურადღება”,- აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.

საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო ტრანზაქციები უნდა დაიბლოკოს და მათ შესახებ ინფორმაცია გადაეცეს ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.

ბანკის სპეციალური ეკონომიკური ზომები, რა თქმა უნდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრითა და იქ ომის წარმოებითაა გამოწვეული.

ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეებს 5000 დოლარზე მეტი თანხის უცხოურ ვალუტაში ტრანზაქცია და 10.000 დოლარის ოდნეობის გზავნილის განაღდება ეკრძალებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი