Blockchain მონაცემთა ანალიზის პოპულარულმა კომპანია Nansen-მა თორმეტგვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა.
მოხსენება ამ წლის დასაწყისიდან დღემდე რიცხვებში ასახავს ეთერიუმზე დაფუძნებული NFT-ის წინსვლას.
კომპანიამ არაერთი დამაჯერებელი მტკიცებულება, როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე ამ ეკოსისტემის მომავალზე გამოაქვეყნა.
ანგარიში განიხილავს NFT-ის დიდ პოტენციალს და ამტკიცებს, რომ მისი შესყიდვა მნიშვნელოვვნად შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ ფინანსური სისტემები NFT-ის მასშტაბურობას გამოიყენებენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში Nansen-მა ექვსი NFT ინდექსი გამოუშვა: Nansen NFT-500, Nansen Blue Chip-10, Nansen Social-100, Nansen Gaming-50, Nansen Art-20, Nansen Metaverse-20.
ყველა მათგანი შექმნილია იმისთვის, რომ გაიზარდოს ხარისხის დონე ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მხარს უჭერს NFT ინდუსტრიის განვითარებას.