დიდი ბრიტანეთი ციფრული ვალუტის სექტორის დარეგულირებას ცდილობს

0
963

გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტო (NCA) ცდილობს, ქვეყნის ფინანსური კანონების შესაბამისად დაარეგულიროს კრიპტოვალუტები, რათა უფრო ეფექტურად შეძლოს სისტემამ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა.

ტრანზაქციებისას მონეტების შერევა პოპულარული მეთოდია დეცენტრალიზებულ სამყაროში, რადგან ისინი ინარჩუნებენ ტრანზაქციების კონფიდენციალურობას.

ეს საშუალება ხშირად აერთიანებს რამდენიმე ტრანზაქციას, რათა გადაფაროს ორიგინალი ტრანზაქციის მონაცემები. შედეგად მიმღები პირი „ტრანზაქციების შავი ყუთიდან“ იღებს მისთვის სასურველ მონაცემს და ანაღდებს მას.

“შავ ყუთში” შესაძლებელია ასობით არარეალური ტრნზაქციის მონაცემების განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი განკუთვნილია მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დასაცვად, ჰაკერებისათვის ის ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

იმ შემთხვევაში კი, თუ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო ამ ღია წყაროების შერევის ისტრუმენტებს შეიტანს მათ ქსელში, სხვადასხვა ოფიციალური სერვისების პროვაიდერები შეძლებენ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სავალდებულო შემოწმებებისა და აუდიტის განხორციელებას.

მეორე მხრივ, კი თუ აღნიშნული მონაცემები სისტემაში მოხვდება, ჰაკერებისათვის პირად მონაცემებზე თვალყურის დევნება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი