სამხრეთ აფრიკულმა კრიპტოვალუტის ბირჟა, VALR-მა 50 მილიონი დოლარი B სერიის კაპიტალის დაფინანსების რაუნდში შეაგროვა, რაც აფრიკული კრიპტოვალუტის ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი მონაპოვარია.
დაფინანსების ამ უახლესი რაუნდით, VALR-ის შეფასება 240 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2020 წლის დაფინანსების რაუნდების ფონზე 10-ჯერ გაზრდას აჩვენებს. გასულ წელს A სერიის დაფინასნების რაუნდში, მათ 3,4 მილიონი დოლარი მოიზიდეს. ამ რაუნდს ხელმძღვანელობდნენ VC Pantera Capital-ი, Alameda Research-ი, Coinbase Ventures-ი და კიდევ რამდენიმე სხვა კომპანია.
VALR-ი აცხადებს, რომ 2019 წლიდან მოყოლებული 7,5 მილიარდ დოლარზე მეტი ვაჭრობის მოცულობა დაამუშავა 250 000-ზე მეტი საცალო და 500 გლობალური ინსტიტუციური მომხმარებლისგან. ამჟამად, CoinMarketCap-ის მიხედვით მას დაახლოებით 420 ბიტკოინი (18 მილიონი დოლარის) სავაჭრო მოცულობა აქვს.
ამ რაუნდიდან მიღებული თანხები გამოყენებული იქნება აფრიკისა და სხვა განვითარებად ბაზრებზე, მაგალითად ინდოეთში, VALR-ის ოპერაციების გასაფართოვებლად.
„VALR-ი გვეხმარება შევქმნათ ფინანსური სისტემა, რომელიც აღიარებს კაცობრიობის ერთიანობას. აღარ არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ციფრული ვალუტები ჩვენს გლობალურ ფინანსურ სისტემაზე აშკარა გავლენას ახდენს”,- განაცხადა VALR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ფარზამ ეჰსანმა.