რუსი მომხმარებლების ნაწილის აქტივის გაყინვაზე კრიპტობირჟები ჯერჯერობით უარს ამბობენ

0
1047

კრიპტოვალუტის ბირჟების აღმასრულებელმა დირექტორებმა, როგორებიცაა Binance-ი, Coinbase-ი და Kraken-ი, განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ იმ რუსი კლიენტების აქტივებს გაყინავდნენ, რომლებიც დასავლეთის სანქციების სიაში არიან.

რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფეოდოროვმა ყველა მსხვილ კრიპტო ბირჟას მოუწოდა, რომ რუსების კრიპტო საფულეების მისამართები დაებლოკათ.

მოგვიანებით კი დაამატა, რომ სურდა ყველა სხვა რუსეთის მოქალაქისათვის გაეყინათ ანგარიშები.

მოწოდების ნაწილს ბირჟები იზიარებენ. თუმცა მეორე ნაწილთან დაკავშირებით Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა:

„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა იმსახურებს ძირითად ფინანსურ სერვისებზე წვდომას, თუ ამას კანონი არ ზღუდავს. ზოგიერთი რიგითი რუსი, ახლა კრიპტოვალუტას, როგორც სამაშველო რგოლს ისე იყენებს, რადგან რუბლი განადგურების პირასაა. ბევრი მათგანი სავარაუდოდ ეწინააღმდეგება იმას, რასაც მათი ქვეყანა აკეთებს და აკრძალვა მათაც დააზარალებს“.

თუმცა ბრაიან არმსტრონგმა ასევე განაცხადა, რომ თუ აშშ-ს მთავრობა გადაწყვეტს რუსეთის ყველა მოქალაქის ანგარიშების გაყინვას, ბირჟა აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი