ჩინეთი ციფრულ ვალუტას უკანონო სახსრების მოზიდვის მეთოდების სიაში ამატებს

0
944

ჩინეთის მკაცრი პოლიტიკა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთხელ გადაიხედა.

ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ გამოსცა გადაწყვეტილების შესწორებული ვერსია უზენაესი სახალხო სასამართლოს ინტერპრეტაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც უკანონო სახსრების მოპოვებას შეეხებოდა.

გადასინჯვამ დაწვრილებით ჩამოთვალა შესაბამისი სასჯელი დანაშაულებებისათვის, რომელიც დაკავშირებულია უკანონო ფონდების მოძიებასთან.

კანონის ოთხი ორიგინალური მახასიათებლის შენარჩუნებით, მათ განახლებულ სიას დაამატეს კიდევ რამდენიმე დანაშაული: – ონლაინ დაკრედიტება, ციფრული ვალუტის ტრანზაქციები და ა.შ.

როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის ტრანზაქციები განახლებულ ფინანსური დანაშაულების კანონის ჩამონათვალს დაემატა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც არაკნონიერი გზით კრიპტოვალუტას ჩინეთში გადარიცხავს უკვე ახალი კანონის შესაბამისად ისჯება.

ახალი კანონი კი პირველი მარტიდან ძალაში შევიდა.

გამოიწვევს თუ არა ეს ციფრული ვალუტის კომპანიების ახალ მიგრაციულ ტალღას, ამას დრო აჩვენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი