კრიპტო სავაჭრო კომპანია Amber-მა დაფინანსების რაუნდში 200 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხა

0
904

კრიპტო საფინანსო სერვისის პროვაიდერი კომპანია Amber-ის ღირებულება მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მას შემდეგ რაც ბოლო დაფინანსების რაუნდი ჩაატარა.

ამ რაუნდს სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Temasek Holdings-ი ხელმძღვანელობდა.

განცხადების თანახმად, Amber Group-მა 200 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო B სერიის დაფინანსების რაუნდში. სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიის გარდა დაფინანასების რაუნდში მონაწილეობდნენ: Sequoia China, Pantera Capital-ი, Tiger Global Management-ი, Tru Arrow Partners-ი და Coinbase Ventures-ი.

გასული წლის ივნისთან შედარებით კომპანიამ სამჯერ მეტი შემოსავალი აჩვენა B სერიის დაფინანსების რუნდში. კომპანია Morgan Stanley-ის ყოფილმა ტრეიდერებმა დაარსა ჰონკონგში და ამჟამად 5 მილიარდი დოლარის საერთო ღიებულების აქტივებს მართავს.

კომპანიამ ახალ შემოსავალს მკაფიო მიმართულებები მისცა. ოფიციალური განცხადების თანახმად, ისინი ევროპასა და ამერიკაში მდებარე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შესთავაზებენ მხარდაჭერას.

ასევე მომხმარებლის მობილური კრიპტო-ინვესტირების პლატფორმა WhaleFin-ს გააფართოვებენ და ეცდებიან მის გლობალურ მასშტაბამდე გაზრდას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი