უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრიპტო ვაჭრობისა და მაინინგის აკრძალვას ითხოვს

0
929

უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ევროკავშირის მასშტაბით კრიპტოვალუტის ვაჭრობისა და მაინინგის აკრძალვა სურს.

უნგრეთის ეროვნული ბანკის მმართველმა, ჯორჯი მატოლჩიმ ევროკავშირს ციფრული ვალუტებით ვაჭრობისა და მაინინგის ყველა ოპერაციის სრული აკრძალვა შესთავაზა.

ჯორჯი მატოლჩიმ უნგრეთის ცეტრალური ბანკის სახელით გაკეთებულ განცხადებაში მაგალითად ჩინეთის მთავრობის მიერ ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვები მოიყვანა.

მან ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადება მოიშველია, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, კრიპტო ვაჭრობისა და მაინინგის სრული აკრძალვა მოითხოვა.

”მე სრულიად ვეთანხმები ამ წინადადებას და ასევე მხარს ვუჭერ ევროკავშირის უმაღლესი ფინანსური მარეგულირებლის აზრს, რომ ევროკავშირმა უნდა აკრძალოს მაინინგის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ბიტკოინის წარმოებისთვის”,- აღნიშნა ჯორჯი მატოლჩიმ.

მას მტკიცედ სჯერა რომ კრიპტოვალუტის პოტენციალი არაკანონიერ საქმიანობას უფრო მოხმარდება, ვიდრე საზოგადოებას. ჯორჯი მატოლჩიმ აღნიშნა, რომ მომსახურების უკანონო ქმედებებისა და ფინანსური პირამიდების ასაშენებლად კრიპტოვალუტა საუკეთესო ვარიანტია.

საბოლოო შენიშვნის სახით მან განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მიეცემათ უფლება, ფლობდნენ კრიპტოვალუტებს საზღვარგარეთ და მარეგულირებლები თვალყურს ადევნებენ მათ ჰოლდინგს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი