ჩეხეთში კრიპტო საფულე Trezor-ი აქტუალობას არ კარგავს

0
1150

მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტის საფულე Trezor-ი ჩეხეთში 2014 წელს შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ შესუსტებულა საფულის მოხმარება, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე.

საფულის მსოფლიო ბაზარზე გაფართოვებას ხელი შეუწყო მისმა მშობლიურმა კომპანიამ, SatoshiLabs-მა, რომელიც ელექტრონული აპარატურის უსაფრთხო ჩიპების შექმნაზეცაა პასუხსმგებელი.

ამ უკანასკნელს მისი კიდევ ერთი შვილობილი კომპანია Tropic Square-ი ახორციელებს.

კომპანია ასევე ცდილობს კრიპტო განათლების პლატფორმის განვითარებას.

ასევე ჩეხეთშია დაარსებული General Bytes-ი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო ბანკომატების ქსელს წარმოადგენს. კომპანიამ უკვე 8000-მდე ბანკომატის დამონტაჟება მოახერხა.

ჯერ კიდევ 2018 წელს General Bytes-მა პრაღის მეტროში ბიტკოინის ბანკომატი განათავსა.

გარდა ამისა, ქვეყნის ელექტრონული კომერციის უმსხვილესი კომპანია, Alza აქტიურად არის დაკავებული ბიტკოინისა და ზოგადად ციფრული ვალუტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი