KPMG-ი: 2021 წელს სინგაპურში კრიპტოვალუტის ინვესტიციების რაოდენობა 13-ჯერ გაიზარდა

0
1006

საექსპერტო ჯგუფ KPMG-ის Pulse of Fintech-ის ანგარიშის მიხედვით, სინგაპურში გასულ წელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ინვესტიციების რაოდენობა 13-ჯერ გაიზარდა.

წლის დასაწყისში ის 110 მილიონს შეადგენდა, წლის განმავლობაში კი 1,43 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

ამასთანავე, კვლევის მიხედვით, სინგაპური კრიპტოვალუტის აქტივობის ცენტრად დიდი ხანია აღიარებულია.

KPMG-ი ვარაუდობს, რომ ზრდა ნაწილობრივ მთავრობის მცდელობებითაა განპირობებული.

სინგაპურის მთავრობა ცდილობს ბაზრის კაპიტალის სტიმულირებისთვის, სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიების (SPAC) ჩამონათვალის შექმნას.

ამასთანავე, მთავრობის სურვილია, რომ სინგაპური მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის განიხილებოდეს, როგორც იდეალური ადგილი კომპანიების სწრაფი განვითარებისათვის.

წელს, მარეგულირებლები ციფრული ვალუტის სექტორზე რეგულაციებს გააძლიერებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, KPMG-ი პროგნოზირებს, რომ სინგაპურში კრიპტო ინვესტიციები კვლავაც გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი სიცხადე სალიცენზიო კანონსაც შეეხო, რადგან კრიპტოვალუტის ბიზნესის წარმოების მსურველთა უმეტესობამ ლიცენზირების პროცედურა ვერ გაიარა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი