ციფრული ევროს შესახებ კანონპროექტი 2023 წლისთვის მზად იქნება

0
1151

ევროკავშირის ფინანსური საკითხების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ციფრული ევროს კანონპროექტი 2023 წლის დასაწყისში მზად იქნება.

მაირეად მაკგინესმა კონფერენციაზე ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ციფრული ევროს პროექტის განხილვა იგეგმება.

“ჩვენი მიზანია კანონმდებლობის წარდგენა 2023 წლის დასაწყისში. ამისათვის კი მიზანმიმართული საკანონმდებლო კონსულტაციები უახლოეს პერიოდში უნდა ვაწარმოოთ”,- აღნიშნა ფინანსური სამსახურის კომისარმა.

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ექსპერიმენტებს ციფრული ევროს დიზაინსა და სისტემებზე უკვე ატარებს. სტაბილკოინის პროტოტიპი 2023 წლის ბოლოსათვის მზად იქნება.

თუ ციფრული ევროს პროექტი განხორციელდება, მას დასჭირდება ევროზონისგან დამტკიცება. თუკი სტაბილკოინის საპილოტე ვერსია წარმატებული აღმოჩნდება, მაშინ ციფრული ევრო გამოსაშვებად 2025 წლისთვის მზად იქნება.

ციფრული ევრო იქნება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC). ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ცენტრალური ბანკები მსოფლიოს მასშტაბით იკვლევენ.

სტაბილკოინის შექმნის მომხრე ანალიტიკოსების თქმით, ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა ორ ფინანსურ სექტორს, ციფრულსა და ტრადიციულს დაბალანსებაში დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი