ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა

0
1367

გუშინ ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაიზარდა. სამშაბათს დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 45,000 დოლარს ასცდა და 45,293 დოლარზე დაფიქსირდა.

თუმცა ამის შემდეგ ბიტკოინის კურსმა კლება დაიწყო.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული უკვე 50.000 დოლარზე დაფიქსირდეს.

სამშაბათს ბიტკოინზე ვაჭრობა 43,854 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 45,293 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 42,807 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 44,118 დოლარზე დაიხურა.

9 თებერვლის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 44,000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა კი 15.72%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 832 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი