რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტების მართვის კომპანია დაარეგისტრირა

0
1283

რუსეთის ბანკმა ტოკენიზაციის სერვისი Atomyze, ქვეყნის პირველი ციფრული ვალუტების მართვის კომპანია დაარეგისტრირა.

ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა.

განცხადების თანახმად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კომპანიის საინფორმაციო სისტემის წესები და პლატფორმის ტექნიკური დანერგვა, რუსეთის კანონმდებლობასთან მიმართებით, კანონიერად მიიჩნია.

ორგანიზაციას ასევე მიეცემა საშუალება დამოუკიდებლად განახორციელოს სავაჭრო ოპერაციები.

Atomyze-ს ვებსაიტის მიხედვით, ეს არის რუსეთში დაფუძნებული Blockchain კომპანია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემდგომი განვითარების მიზნით, რუსეთის ბანკმა ჩამოაყალიბა წინადადებები, რომლებიც ციფრული ვალუტის რეგულირებას და დაბეგვარას შეეხება.

უახლოეს მომავალში ეს წინადადებები განსახილველად მარეგულირებელს, საკონსულტაციო ანგარიშის სახით წარედგინება.

მედიაში კრიპტოვალუტის სექტორის შესახებ დისკუსია არ წყდება. კამათი კვლავ ციფრული ვალუტის ბირჟების აკრძალვისა და ლეგალიზების შესახებ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ბოლოს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას ითხოვდა. მოტივი კი ფინანსური სტაბილურობის რისკები და ტრანზაქციების მზარდი მოცულობა იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი