ინდოეთის საგადასახადო დეპარტამენტის უფროსი: კრიპტოვალუტისთვის გადასახადის დაწესება ლეგალიზებას არ ნიშნავს

0
1017

ინდოეთის საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის თქმით, კრიპტო გადასახადი ვაჭრობის ლეგალიზებას არ გულისხმობს.

ინდოეთის გადასახადების ცენტრალური საბჭოს (CBDT) ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი განცხადება კრიპტო ჰოლდინგებისათვის 30%-იანი გადასახადის დაკისრებაზე კრიპტოვალუტის ვაჭრობის ლეგალურ ბიზნესად ქცევას არ ნიშნავს.

ამ განმარტების გაკეთება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის საბიუჯეტო სესიაზე გამოსვლის დროს ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა 30%-იანი გადასახადის დაკისრების შესახებ განაცხადა.

ამან კი გამოიწვია რამდენიმე არასწორი სტატიის გამოქვენება სათაურით: „ინდოეთი აკანონებს კრიპტოვალუტას“. საგადასახადო დეპარტამენტის (CBDT) ხელმძღვანელის J.B. Mohapatra-ს მიზანი კი ამ ინფორმაციის უარყოფა იყო.

J.B. Mohapatra-ნ განაცხადა, რომ ახალი კრიპტო გადასახადის დაწესება საშემოსავლო გადასახადის დეპარტამენტს ქვეყანაში ციფრული ვალუტის ბაზრის გამოკვლევაში დაეხმარება.

“კრიპტოვალუტით ვაჭრობა ან ციფრული ვალუტით ტრანზაქციები მარტო იმიტომ არ გახდება ლეგალური, რომ თქვენ ამის გამო გადასახადები გადაიხადეთ”,- განაცხადა საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მან ასევე დასძინა, რომ კრიპტო გადასახადების დაწესება დეპარტამენტს დაეხმარება ციფრული ვალუტის უკანონო ქმედებების აღმოფხვრაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი