ჩინეთში Blockchain-ის რეესტრის ღია პლატფორმის პრეზენტაციამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა

0
2135

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა Blockchain-ის რეესტრის ღია პლატფორმა შექმნა.

ქალაქ ჰენგზოუში გლობალური ფინანსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამიტზე საზეიმოდ გაიხსნა Blockchain-ის რეესტრის ღია პლატფორმა, რომელიც ზონგჩაოს Blockchain-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შეიქმნა.

Blockchain-ის რეესტრის ღია პლატფორმა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორის და არსებული ბიუროკრატიისგან გამოწვეული “სიმძიმის” შემცირებას.

საზეიმო გახსნამ აჩვენა, რომ Blockchain-ის რეესტრის ღია პლატფორმა საბოლოო ჯამში სიცოცხლისუნარიანობას შესძენს Blockchain პატენტების მიმდინარე საქმიანობს.

“ჩვენ დავიწყეთ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების შემუშავება 2015 წლის დასაწყისში, ხოლო შარშან ზონგჩაოს Blockchain-ის კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა”,- მედიასთან საუბარში განაცხადა ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფენ გუიფუმ.

“ჩვენი ძირითადი აქცენტი არის Blockchain-ისა და სხვა დამწყები საფინანსო ტექნოლოგიების განვითარება”,-აღნიშნა ფენ გუიფუმ.

მიუხედავად ჩინეთის ხელისუფლების პოზიციისა და აკრძალვებისა, კრიპტოვალუტით ვაჭრობა და ინვესტირება ქვეყანაში ისევ მიმდინარეობს.

რაც შეეხება Blockchain-ს, ეს საკითხი ჩინეთის მთავრობის ყურადღების ცენტრში უკვე დიდი ხანია მოექცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი