სალვადორმა Chivo-ს საფულე განაახლა

0
949

სალვადორი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კანონიერი გადახდის საშუალებად ბიტკოინი დაამტკიცა. ცოტა ხნის წინ, Chivo-ს საფულე განახლდა, რათა ბიტკოინის გადარიცხვების პრობლემები მოგვარებულიყო.

განახლებულ საფულეში AlphaPoint-ის პროტოკოლია ინტეგრირებული, რომელიც მყისიერ და დაბალპროცენტიან გადარიცხვებს უზრუნველყოფს.

მას შემდეგ, რაც რეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ ბიტკოინი ლეგალური გადახდის საშუალებად დაამტკიცა პირველი თვეები განსაკუთრებით პრობლემური გამოდგა. პრეზიდენტის თქმით, მოსახელობის 75% Chivo-ს საფულის გამოყნებაში ჩაერთო, რაც დაახლოებით 2,1 მილიონ სალვადორელს ნიშნავს.

შედეგად წარმოიშვა პრობელემები, რადგან მსგავს აქტივობას არავინ მოელოდა.

თავდაპირველად, პრობლემები ძირითადად სისტემური სახის იყო. თუმცა მოგვიანებით სახსრების ნაკლებობამაც იმოქმედა შეფერხებებზე.

4 მილიონზე მეტი ბიტკოინის მომხმარებლისთვის მუდმივი გადაწყვეტის ძიებაში, სალვადორის მთავრობა თანამშრომლობს ინფრასტრუქტურის პროვაიდერ AlphaPoint-თან, რომელიც Chivo-ს საფულის სტაბილურობაზე, გადარიცხვის დროსა და მასშტაბურობაზე არის პასუხისმგებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი