ეთერიუმის კურსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

0
1191

პირველ თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმმა 2,776 დოლარის ნიშნულს მიაღწია. ამის შემდეგ, ბოლო რამდენიმე საათი ალტკოინი ამ პოზიციას ინარჩუნებდა.

გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 2,603 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 2,697 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი დონე კი 2,489 დოლარზე დაფიქსირდა.

დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 2,688 დოლარზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი 13.46%-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ეთერიუმის კურსმა საგრძნობლად მოიმატა. ფასის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 9.39%-ს შეადგენს.

ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ეთერიუმს დიდი შანსი აქვს, რომ 3000 დოლარის დონეს დაუბრუნდეს. იმ შემთხევაში, თუ კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია განაგრძო ეთერიუმის სამიზნე ფასი თავდაპირველად 2,900 დოლარი იქნება. ამ პოზიციის დაძლევის შემდეგ კი 3000 დოლარის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 331 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი