სინგაპურში Blockchain ტექნოლოგიას ვაქცინაციის პროცესში იყენებენ

0
934

სინგაპურის ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი, Zuellig Pharma Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ქსელს იყენებს, რათა თვალყური ადევნოს COVID-19 ვაქცინაციის პროცესს.

ეს უკანასკნელი კი საჭიროა ვადაგასული ვაქცინების მონიტორინგისათვის.

Zuellig Pharma აცხადებს, რომ ახალი “eZTracker-ის” მართვის სისტემა ექიმებს ეხმარება იმაში, რომ თავიდან აიცილონ არასწორად შენახული ან, უარეს შემთხვევაში, ყალბი ვაქცინების გამოყენება.

ეს უკანასკნელი კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მობილური აპლიკაციის საშუალებით მომენტალურად დაადასტუროს ვაქცინების წარმოშობა და ავთენტურობა.

მონაცემთა წერტილების აღსაბეჭდათ eZTracker-ი SAP Blockchain-ს იყენებს, რომელიც თვალყურის დევნისა და მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

eZTracker-ი აპლიკაციის მუშაობის პრინციპებს განმარტავს:

”პაციენტებს შეუძლიათ შეფუთვაზე დატანილი QR კოდი დაასკანერონ, რათა მყისიერად გადაამოწმონ ვაქცინა დისტრიბუტორისაგან ავტორიზებულია თუ, არა. აპლიკაცია აჩვენებს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ვარგისიანობის თარიღი, ტემპერატურა და წარმოშობა.“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი