ჩინეთი Blockchain ტექნოლოგიის ფართომასშტაბიან განვითარებას განაგრძობს

0
921

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ (CAC) Blockchain-ის განვითარების დასაჩქარებლად მზადყოფნა გამოაცხადა. საუბარია 15 ზონაში 164 ერთეული ფილიალის განთავსებაზე.

ინიციატივა მიზნად ისახავს ბიზნესებსა და სამთავრობო ორგანიზაციებში Blockchain ტექნოლოგიის ფართომასშტაბიან დანერგვას.

სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად CAC-მა მარეგულირებელ ორგანოებს მოუწოდა, რომ ხელი შეუწყონ რეგიონში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ინტენსიურ და დაბალანსებულ განლაგებას.

შეტყობინება ქალაქების, კომპანიების და სხვა სუბიექტების სიასაც მოიცავდა. სია ადგილობრივი და სამთავრობო დეპარტამენტის რეკომენდაციებითაა შემუშავებული. აღნიშნული სიის მიხედვით მოხდება Blockchain-ის საპილოტე პროგრამებში ჩართვა.

Blockchain-ის განვითარების ძირითადი სფეროები მოიცავს წარმოებას, ენერგეტიკას, სამთავრობო მონაცემთა გაზიარებასა და მომსახურების სფეროს.

სამომავლოდ Blockchain ტექნოლოგიამ ასევე უნდა მოიცვას: სამართალდამცავი ორგანოები, სისხლის სამართლის სასამართლო პროცესები, ინსპექტირება, საავტორო უფლებები, სამოქალაქო საქმეები, განათლება, ჯანდაცვა, ვაჭრობა, რისკის კონტროლის მართვა და კაპიტალის ბაზარი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი