27 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1609

ბოლო რამდენიმე დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი კლებას განიცდის.

დღეს ბიტკოინის ფასი 36,679 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული არ გაუმჯობესებულა.

ფასმა დაახლოებით 4%-იანი კლება განიცადა.

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 24 იანვარს დაფიქსირდა, რა დროსაც კურსმა 33,184 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ეთერიუმს: აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელმაც დაიკლო. ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტის კურსი 2,170-სა და 2,700 დოლარს შორის მერყეობს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასმა 5.25%-იანი კლება განიცადა. ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 2,470 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 27 იანვარს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 674 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი