Diem-ი აქტივების გაყიდვას იწყებს

0
891

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტო ინიციატივა “Diem-ი”, რომელსაც Meta მხარდაჭერა აქვს, თავისი აქტივების გაყიდვას შეუდგა.

Diem-ი, რომელიც ადრე იყო ცნობილი, როგორც Libra, არის Meta Platform-ის კრიპტოვალუტის ინიციატივა.

როგორც ცნობილია, Diem-ი საინვესტიციო ბანკირებთან აწარმოებს დისკუსიებს, რათა ინტელექტუალური საკუთრებისა და პროექტის მიერ ღირებულების შენარჩუნების საუკეთესო გზა დაადგინოს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ შეფასდება კომპანია და არც იმის გარანტია არსებობს, რომ ისინი საერთოდ შეძლებენ მყიდველის პოვნას.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს დაახლოებით მესამედი ეკუთვნის Meta-ს ჯგუფს. დანარჩენს კი ასოციაციის წევრები და პარტნიორები ფლობენ, მათ შორის არის Coinbase Global-ი, Uber-ი და Shopify.

შეგახსენებთ, რომ Libra შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანიების კონსორციუმის მიერ იყო შექმნილი. თუმცა კრიპტოვალუტის მიმართ აშშ-ს მთავრობასა და მარეგულირებლებს კითხვები ჰქონდათ.

კითხვებისა და შემდგომ უკვე უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ფულადი გზავნილების კონფიდენციალურობის პრობლემები დასახელდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი