სინგაპურისა და იაპონიის Fintech ასოციაციებმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

0
1826

სინგაპურისა და იაპონიის Fintech ასოციაციებმა Fintech-ის განსავითარებლად ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იაპონიაში Fintech ინდუსტრიის გაზრდას, ხოლო სინგაპურში Fintech-ის პოპულარიზაციას გულისხმობს.

მემორანდუმს 13 მარტს Money 20/20 აზიის კონფერენციის დროს ოფიციალურად მოეწერა ხელი, ხოლო დამეგობრობის საღამო სინგაპურში აღინიშნა.

“სინგაპურისა და იაპონიის Fintech-ს შორის დამაკავშირებელი ხიდი გაიდო”,- განაცხადა სინგაპურის Fintech ასოციაციის პრეზიდენტმა ჩაია ჰოკ ლაიმ.

იაპონიის Fintech ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე ნატალი შაიორიმ კი მემორანდუმს წინ გადაგმული ნაბიჯი უწოდა.

პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს აქვს განახლებული კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს ბანკებსა და Fintech კომპანიებს შორის თანამშრომლობას, ხოლო სინგაპურის სავალუტო ასოციაცია აცხადებს, რომ fintech-ის განვითარებას ყველანაირად დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ Money 20/20 კონფერენციის ფარგლებში სინგაპურის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა საერთაშორისო გადახდების სისტემაში Blockchain-ის გამოყენებაზეც ისაუბრა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი