კანადელმა ბიზნესმენმა, კევინ ო’ლირიმ მაინინგის კომპანიის აქციებში ინვესტირების გეგმები გაამჟღავნა.
ენტონი პომპლიანოსთან ინტერვიუში მან ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ბოლო მოგზაურობის შესახებ ისაუბრა. მოგზაურობის მიზანი კი ბიტკოინის მაინინგში ინვესტირების ახალი გზების ძიება იყო.
Shark Tank-ის მაგნატის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ინვესტორები „სუვერენულ მაინინგ ოპერაციებს“ ახორციელებენ. კევინ ო’ლირი ასევე პროგნოზირებს, რომ მომდევნო 2-3 წელიწადში სუვერენულმა ფონდებმა შესაძლოა, ბიტკოინის მაინინგში ინვესტირება გადაწყვიტონ.
კანადელმა ბიზნესმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თუკი ფონდები გადაწვეყენ ბიტკოინის მაინინგში ინვესტირებას, ეს იქნება ისეთი გზებით გაკეთებული, რომლებიც ბუნებრივ გარემოს არ დააზიანებს.
ბიზნესმენმა საკითხისადმი ინტერესი, საკუთარი კრიტო მაინინგის კომპანიის გახსნით გამოხატა, მაგრამ დასძინა, რომ ამაზე იქამდე ისაუბრებს, სანამ მისი ბიზნესი აქტიურ ფაზაში შევა.
გარდა ამისა, კევინ ო’ლირიმ ასევე განმარტა, რომ ბიტკოინის მაინინგ კომპანიებს უნდა შეეძლოთ კომპანიის ბალანსებში ბიტკოინის შემოსავალებისთვის თვალყურის დევნება.